მერსი ქორფსი არის საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 1979 წელს. 2000 წლიდან ის მუშაობს საქართველოში და ახორციელებს სხვადასხვა პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობს სოციალურ, ეკონომიკურ და სოფლის მეურნეობის განვითარებას ქვეყანაში. 

mercycorps.ge

   

ბორჯომის მუნიციპალიტეტი არის თვითმმართველი ორგანო სამცხე-ჯავახეთში, რომელიც მართავს მუნიციპალიტეტში შემავალ ადგილობრივი სამთავრობო დეპარტამენტებსა და ტერიტორიულ ერთეულებს. პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და  ადგილობრივი მომსახურების ორგანიზებასა და ადმინისტრირებაზე. 

borjomi.org.ge

   

ანგუსის საბჭო არის ადგილობრივი სამთავრობო საბჭო აღმოსავლეთ შოტლანდიაში, რომელიც პასუხისმგებელია უზრუნველყოს ანგუსის ტერიტორიაზე მოქალაქების, ბიზნესებისა და ტურისტების სამთავრობო მომსახურება. 1996 წლიდან საბჭო ახორციელებს ლიდერ (LEADER) პროგრამას. 2007-2013 წლებში ის წარმოადგენდა სასოფლო ტერიტორია ტეისაიდის ლიდერ პროგრამის ანგარიშვალდებულ ორგანოს. 

angus.gov.uk

   

ავსტრიის მაღალმთიანი და ნაკლებად მისადგომი ტერიტორიების ფედერალური ინსტიტუტი არის ავსტრიის სოფლისა და სატყეო მეურნეობის სამინისტროსთან არსებული კვლევითი ერთეული, რომელიც ძირითად  პასუხისმგებლობაში შედის სოფლის მეურნეობის პოლიტიკის კვლევა და შეფასება, მთისა და სასოფლო განვითარება და რეგიონული დაგეგმარება. ასევე ავსტრიისა და ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნების ფარგლებში ლიდერ პროგრამის ხელშეწყობა.