საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყო
გაცნობებთ, რომ ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის, „სოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოში“ საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპზე, სულ შემოსული 224 ინტერესთა გამოხატვის განაცხადიდან ბორჯომის განვითარების ჯგუფის (LAG) გადაწყვეტილებით II ეტაპზე (სრული განაცხადების მიღება) გადავიდა 168 განაცხადი.
ძვირფასო აპლიკანტებო,
27 მარტიდან - 30 აპრილის ჩათვლით, მიმდინარეობს საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპი.
სრული განაცხადის შესავსებად გთხოვთ გადადით ლინკზე, ჩამოტვირთეთ ფორმა , შეავსეთ და გამოგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
განაცხადების მიღების საბოლოო ვადაა 30 აპრილი, 18:00 საათი.
შენიშვნა: განაცხადები მიიღება მხოლოდ იმ აპლიკანტებისაგან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კონკურსის პირველი ეტაპი და დაესწრნენ 22, 23 მარტს, ბორჯომში გამართულ ტრეინინგს სრული განაცხადების შევსების თაობაზე.
გისურვებთ წარმატებებს!