head fin Copy

__________________________________________________________________________________________________________________________

  • slide1.jpg
  • slide2.jpg
  • slide3.jpg
  • slide4.jpg

_______________________________________________________________________________________________________________________

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში  დაფინანსებული პროექტის, „სოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოში“  საგრანტო კონკურსის მესამე,  ტექნიკური შეფასების ეტაპი, დასრულებულია.

27-28 ივნისს გამართული შეხვედრებისა და პრეზენტაციების შედეგად საუკეთესო საპროექტო იდეები გამოვლინდა, საიდანაც 

მინიმუმ 20 პროექტი დაფინანსდება. 

საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გაიმართება საველე ვიზიტები და კონსულტაციები აღნიშნული პროექტების ავტორებთან.

შედეგები უახლოეს მომავალში ეცნობებათ აპლიკანტებს.

გისურვებთ წარმატებებს!

12

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა განვითარების ჯგუფებმა ბორჯომიდან და ლაგოდეხიდან სამუშაო შეხვედრა გამართეს

2018 წლის 5 და 6 თებერვალს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში გაიმართა ბორჯომისა და ლაგოდეხის განვითარების ჯგუფების (LAG-ების) ორდღიანი სამუშაო შეხვედრა ლაგოდეხში.

გაცვლითი ვიზიტის მთავარი მიზანი იყო ლაგოდეხისა და ბორჯომის ლაგების ერთმანეთთან დაკავშირება, ინფორმაციის და გამოცდილების გაცვლა ასევე სამომავლო გეგმებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა.

სამუშაო შეხვედრას ორმოცდაათამდე მონაწილე ესწრებოდა: ბორჯომისა და ლაგოდეხის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრები, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში პროექტის განმახორციებელი პარტნიორი ორგანიზაციების „მერსი ქორფსისა “და „ქეას“ წარმომადგენლები. 

11

 01შეხვედრის ფარგლებში, ბორჯომისა და ლაგოდეხის LAG-ბის თავმჯდომარეებმა განვითარების ჯგუფების მიერ გაწეული სამუშაოების პრეზენტაცია წარმოადგინეს. ლაგების წევრებმა ასევე იმსჯელეს საქართველოს ლაგების ასოციაციის (GALAG) ჩამოყალიბებაზე.

მონაწილეებმა ასევე იმუშავეს სტრატეგიების განახლებაზე , ELARD-ის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესაბამისად. ამასთან, მხარეებმა საგრანტო კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციებიც გაცვალეს.
სამუშაო შეხვედრის დაწყებამდე ბორჯომის ლაგის წევრებმა სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ქვე-პროექტებიც მოინახულეს.
ვიზიტით ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა, შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მზად არიან მომავლშიც გაგრძელდეს მსგავსი სახის ვიზიტები, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებს შორის უფრო ღრმა და თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბებას და ლაგების გაძლიერებას.

  • 01
  • 02
  • 03
  • 04
  • 05
  • 06
  • 07
  • 08
  • 09
  • 10
  • 11
  • 12

 

 პროექტი „სოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოში“ ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში სამ საპილოტე მუნიციპალიტეტში: ბორჯომში, ლაგოდეხში და ყაზბეგში. იგი არის ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სოფლის განვითარების საპილოტე პროექტის გაგრძელება (მე-2 ფაზა), რომელიც აღნიშნულ სამ მუნიციპალიტეტში 2015 წელს დაიწყო.

 

 

 MC Logo A

 Care Logo  PIN Logo

 

ELARD Logo