head fin Copy

__________________________________________________________________________________________________________________________

  • slide1.jpg
  • slide2.jpg
  • slide3.jpg
  • slide4.jpg

_______________________________________________________________________________________________________________________

02

 

ბორჯომის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა გარემოსდაცვითი აქცია „დედამიწის საათი“ გამართა.
24 მარტს, ბორჯომის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან ერთად მსოფლიო მასშტაბის გარემოსდაცვით აქციას „დედამიწის საათი “შეუერთდა. აქციას  ორგანიზება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციასთან  ერთად ბორჯომის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა გაუწია.

აქციის მონაწილეებმა ბორჯომში,  ეროვნული პარკის ადმინისტრაციის  ერთი საათის განმავლობაში  ჩააბნელეს   და შენობის ეზო   სანთლებით გაანათეს.

„დღეს, ჩვენ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან ერთად ვუერთდებით დედამიწისადმი მიძღვნილ აქციას, რომელშიც  მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანი მონაწილეობს. ჩვენი აქციის მიზანია ბორჯომის მუნიცაპილიტეტის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვის კუთხით. ბორჯომის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი მომავალშიც გეგმავს გარემოს დაცვით აქციებს, როგორიც არის  ხეების დარგვა, დასუფთავების აქციები,  რომლებშიც აქტიურად ჩავრთავთ ადგილობრივ მოსახლეობას“- განაცხადა მაკა ღონღაძემ, ბორჯომის ადგილობრიბი განვითარების ჯგუფის თავმჯდომარემ. 01

მიუხედავად უამინდობისა, აქციის მსვლელობაში 50-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი მონაწილეობდა. აქცია გაშუქდა ადგილობრივი ტელევიზიის მიერ.

„ გარემოსდაცვითი აქცია „დედამიწის საათი“ მსოფლიოს მასშტაბით უკვე მეთერთმეტედ აღინიშნება , ხოლო ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მესამე წელია მართავს აქციას ბორჯომში. წლევანდელი წელი განსაკუთრებულია იმით, რომ ბორჯომის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი შემოგვიერთდა და  მათი მხარდაჭერით აქცია წარმატებით მიმდინარეობს. როგორც ხედავთ ხალხმრავლობაა, ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს გარემოს დაცვით აქტივობებში“- ლევან თაბუნიძე (ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დირექტორი და ბორჯომის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ვიცი-თავმჯდომარე) 

ბორჯომის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG)  2015 წელს შეიქმნა ევროკავშირის მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში პროექტის განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციის  „მერსი ქორფსის“ მხარდაჭერით. ჯგუფი შედგება 29 წევრისაგან , სადაც „ლიდერ“ პრინციპის თანახმად, კერძო სექტორის წარმომადგენლების რიცხვი  აღემატება  საჯარო სექტორის წარმომადგენლების რიცხვს.

„დღეს, ჩვენ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან ერთად ვუერთდებით დედამიწისადმი მიძღვნილ აქციას, რომელშიც  მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანი მონაწილეობს. ჩვენი აქციის მიზანია ბორჯომის მუნიცაპილიტეტის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვის კუთხით. ბორჯომის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი მომავალშიც გეგმავს გარემოს დაცვით აქციებს, როგორიც არის  ხეების დარგვა, დასუფთავების აქციები,  რომლებშიც აქტიურად ჩავრთავთ ადგილობრივ მოსახლეობას“- განაცხადა მაკა ღონღაძემ, ბორჯომის ადგილობრიბი განვითარების ჯგუფის თავმჯდომარემ.

მიუხედავად უამინდობისა, აქციის მსვლელობაში 50-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი მონაწილეობდა. აქცია გაშუქდა ადგილობრივი ტელევიზიის მიერ.

„ გარემოსდაცვითი აქცია „დედამიწის საათი“ მსოფლიოს მასშტაბით უკვე მეთერთმეტედ აღინიშნება , ხოლო ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მესამე წელია მართავს აქციას ბორჯომში. წლევანდელი წელი განსაკუთრებულია იმით, რომ ბორჯომის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი შემოგვიერთდა და  მათი მხარდაჭერით აქცია წარმატებით მიმდინარეობს. როგორც ხედავთ ხალხმრავლობაა, ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს გარემოს დაცვით აქტივობებში“- ლევან თაბუნიძე (ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დირექტორი და ბორჯომის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ვიცი-თავმჯდომარე)

ბორჯომის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG)  2015 წელს შეიქმნა ევროკავშირის მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში პროექტის განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციის  „მერსი ქორფსის“ მხარდაჭერით. ჯგუფი შედგება 29 წევრისაგან , სადაც „ლიდერ“ პრინციპის თანახმად, კერძო სექტორის წარმომადგენლების რიცხვი  აღემატება  საჯარო სექტორის წარმომადგენლების რიცხვს.

 

 MC Logo A

 Care Logo  PIN Logo

 

ELARD Logo