head fin Copy

__________________________________________________________________________________________________________________________

  • slide1.jpg
  • slide2.jpg
  • slide3.jpg
  • slide4.jpg

_______________________________________________________________________________________________________________________

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში  დაფინანსებული პროექტის, „სოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოში“  საგრანტო კონკურსის მესამე,  ტექნიკური შეფასების ეტაპი, დასრულებულია.

27-28 ივნისს გამართული შეხვედრებისა და პრეზენტაციების შედეგად საუკეთესო საპროექტო იდეები გამოვლინდა, საიდანაც 

მინიმუმ 20 პროექტი დაფინანსდება. 

საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გაიმართება საველე ვიზიტები და კონსულტაციები აღნიშნული პროექტების ავტორებთან.

შედეგები უახლოეს მომავალში ეცნობებათ აპლიკანტებს.

გისურვებთ წარმატებებს!

ეურ

ევროკავშირის წარმომადგენლები ბორჯომში სოფლის განვითარების პროექტებს ეწვივნენ

2018 წლის 1-2 მარტს, ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში გენერალური დირექტორატის წარმომადგენლები, ბნ. მეთიუ ბუსკეტი და ქნ. მიქაელა ჰაუფი ბორჯომის მუნიციპალიტეტს ეწვივნენ.

დელეგაციის წევრებმა ბორჯომში ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წევრებთან შეხვედრა გამართეს. ბორჯომის განვითარების ჯგუფი ერთ-ერთია საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით ჩამოყალიბებული რვა ადგილობრივი განვითარების ჯგუფისგან, რომელთა მიზანსაც ევროპის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაცია და გაძლიერება წარმოადგენს. ეს არის უნიკალური პლატფორმა, რომელიც ადგილობრივ კერძო, სამოქალაქო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს, რომლებიც თავის მხრივ მუნიციპალიტეტის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას და ამ პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას უზრუნველყოფენ.SFN 6103

გასულ წელს, ბორჯომის LAG-მა ღია კონკურსის წესით შეარჩია სოფლის განვითარების 28 ინიციატივა სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სპორტის, კულტურის და გარემოს დაცვითი სფეროებიდან. ეს ინიციატივები დაფინანსდა ევროკავშირის მიერ, ამჟამად წარმატებით ხორციელდება და ხელს უწყობს რეგიონის ეკონომიკის განვითარებას.


4.1სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ბორჯომში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ სოფლის განვითარების ინიციატივებსაც გაცნობოდნენ, როგორებიცაა: “ვირტუალური ტური ბორჯომის ხეობაში”, რომელიც ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებით ტურისტებს ბორჯომის ხეობის ღირსშესანიშნავ ადგილებში ვირტუალურ ტურს სთავაზობს,

„ბორჯომის კულტურული ძეგლების და ლანდშაპტის ფოტოები ტურისტებისთვის”, რომელიც ბორომის ღირსშესანიშნაობების, ისტორიული, კულტურული და ტურისტული ადგილების პოპულარიზაციას უზრუნველყოფს, “ადგილობრივი სუვენირები”, რომლის ფარგლებშიც ტურისტებისთვის ხის სუვენირები და სათამაშოები მზადდება, „მუსიკალურ სტუდია“, რომელიც ახალგაზრდების მუსიკით დაინტერესებას და ამ კუთხით მათ მომზადებას უზრუნველყოფს, SFN 6230

ბორჯომის ცენტრში მდებარე „სპორტულ მოედანი“, რომელიც ადგილობრივ ახალგაზრდებს სპორტულ აქტივობებში ჩართულობის შესაძლებლობებს სთავაზობს.  

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ვიზიტისას ევროკავშირის წარმომადგენლები პირადად გაეცნენ საქართველოს სოფლის მოსახლეობის წარმატებებსა და გამოწვევებს, ასევე ევროკავშირის მხარდაჭერის კონკრეტულ შედეგებს.
სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარება საქართველოს ეკონომიკური მდგრადობისთვის მნიშვნელოვანია. ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი სოფლად ცხოვრობს და სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული. შესაბამისად, ამ სექტორის გამოცოცხლება და სოფლის მეურნეობის განვითარება ქვეყნისთვის პრიორიტეტულია. ევროკავშირის ეხმარება საქართველოს სოფლად სიღარიბის დაძლევაში და სოფლად მცხოვრები ადამიანების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში. ევროკავშირის მხარდაჭერით, ENPARD-ის პროგრამის გარგლებში, საქართველოში დღემდე 122 სოფლის განვითარების ინიციატივა დაფინანსდა, მათგან 28 ბორჯომში. ეს ინიციატივები სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სოციალური და რეგიონალური ინფრასტრუქტურის და გარემოს დაცვითი მიმართულებების განვითარებას უწყობს ხელს. აღნიშნული ინიციატივებით 700-მდე სოფლად მცხოვრები ოჯახი დასაქმდა, ხოლო 8000-მდე სოფლად მცხოვრებ ადამიანს საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდა.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge.

 

 MC Logo A

 Care Logo  PIN Logo

 

ELARD Logo