head fin Copy

__________________________________________________________________________________________________________________________

  • slide1.jpg
  • slide2.jpg
  • slide3.jpg
  • slide4.jpg

_______________________________________________________________________________________________________________________

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში  დაფინანსებული პროექტის, „სოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოში“  საგრანტო კონკურსის მესამე,  ტექნიკური შეფასების ეტაპი, დასრულებულია.

27-28 ივნისს გამართული შეხვედრებისა და პრეზენტაციების შედეგად საუკეთესო საპროექტო იდეები გამოვლინდა, საიდანაც 

მინიმუმ 20 პროექტი დაფინანსდება. 

საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გაიმართება საველე ვიზიტები და კონსულტაციები აღნიშნული პროექტების ავტორებთან.

შედეგები უახლოეს მომავალში ეცნობებათ აპლიკანტებს.

გისურვებთ წარმატებებს!

Untitled 3ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2018

თუ ხართ 14დან - 18 წლამდე ახალგაზრდა , ფლობთ ინგლისურ ენას და დაინტერესებული ხართ მონაწილეობა მიიღოთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ "ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2018” -ში
ეს შანსი თქვენთვისაა!

“ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2018” საქართველოში ჩატარდება და 9-დან  29 აგვისტომდე გაგრძელდება. ბანაკს ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს სსიპ “ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტი”. საზაფხულო ბანაკისათვის შეირჩევა 100 ახალგაზრდა, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას სხვადასხვა შემეცნებით და ინტერაქტიულ აქტივობაში.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2018 წლის 18 მაისი, 12:00 საათი. 
განაცხადი შეგიძლიათ შეავსოთ მითითებულ ბმულზე

 

 MC Logo A

 Care Logo  PIN Logo

 

ELARD Logo