head fin Copy

__________________________________________________________________________________________________________________________

  • slide1.jpg
  • slide2.jpg
  • slide3.jpg
  • slide4.jpg

_______________________________________________________________________________________________________________________

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში  დაფინანსებული პროექტის, „სოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოში“  საგრანტო კონკურსის მესამე,  ტექნიკური შეფასების ეტაპი, დასრულებულია.

27-28 ივნისს გამართული შეხვედრებისა და პრეზენტაციების შედეგად საუკეთესო საპროექტო იდეები გამოვლინდა, საიდანაც 

მინიმუმ 20 პროექტი დაფინანსდება. 

საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გაიმართება საველე ვიზიტები და კონსულტაციები აღნიშნული პროექტების ავტორებთან.

შედეგები უახლოეს მომავალში ეცნობებათ აპლიკანტებს.

გისურვებთ წარმატებებს!

ადგილობრივი განვითარების ჯგუფებმა ბორჯომიდან, ლაგოდეხიდან და ყაზბეგიდან მონაწილეობა მიიღეს ფინეთში გამართულ LINC კონფერენციაში

ევროკავშირის პარტნიორმა ორგანიზაციებმა – „მერსი ქორფსი“, „ქეა“ და „ფიფლ ინ ნიდ“, რომლებიც ახორციელებენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ENPARD-ის პროექტს “სოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოში” და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ბორჯომის, ლაგოდეხისა და ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს სოფლის განვითარების ევროპულიმიდგომის, LEADER-ის გარშემო გაერთიანებული საზოგადოების LINC კონფერენციაში, ფინეთში 2018 წლის 11 – 15 ივნისს 

5 3 e1529485935486

LINC არის ევროპული LEADER კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც ევროპული გამოცდილების გაზიარება თანხვდება სპორტული ღონისძიებებისა და ევროპული კულინარიის ერთობლივ დემონსტრირებას. ის წარმოადგენს ევროპულის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG-ების), ავსტრიის, გერმანიის, ესტონეთისა და ფინეთის სოფლის განვითარების კავშირების ინიციატივას. კონფერენცია ევროპული LEADER მიდგომის გამოყენებით სოფლის განვითარებისათვის მიღწეული შედეგებისა და ინოვაციური მეთოდების წარმოჩენას, LEADER მიდგომის განმახორციელებელი ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებს შორის პროფესიული გამოცდილების გაცვლასა და საერთაშორისო თანამშრომლობისათვის კავშირების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.

IMG 5655LINC 2018, ქალაქ რაუმაში, მონაწილეების შეკრებითა და ტრადიციული საზეიმო მარშით გაიხსნა, რომელსაც მუსიკალურად ადგილობრივი ახალგაზრდული ორკესტრი აფორმებდა. მომდევნო დღეს კონფერენენციის მონაწილეები სასწავლო ტურის ფარგლებში ფინეთის LAG-ების მიმდინარე პროექტებსა და საუკეთესო მიღწევებს გაეცნენ. კონფერენციის ფარგლებში „ევროპული კავშირი სოფლის განვითარებისათვის“ (ENRD) ორგანიზებით მოეწყო თანამშრომლობის კუთხე, სადაც მონაწილეებს შეეძლოთ ერთობლივად ემსჯელათ და შეემუშავებინათ საპროექტო იდეები მომავალი თანამშრომლობისათვის. ღონისძიების მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ტრადიციული ფინური ნავებით გაეცურათ კუნძულ კატანპამდე და მონაწილეობა მიეღოთ

სპორტულ აქტივობებსა და ინტერაქტიულ თამაშებში.

IMG 5712

ქართული დელეგაციისათვის ვიზიტი საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. შეხვედრებისა და აქტიური კომუნიკაციის შედეგად, საქართველოს LAG-ებთან თანამშრომლობით ლატვიის, პოლონეთისა და ესტონეთის LAG-ები დაინტერესდნენ. ქართული დელეგაციის წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ LINC კონფერენციის ფარგლებში ორგანიზებულ ყველა ღონისძიებაში. ერთი მხრივ, აცნობდნენ საკუთარ მიღწევებს და გამოწვევებს სხვადასხვა ევროპული ქვეყნის წარმომადგენლებს, მეორე მხრივ ეცნობოდნენ და აანალიზებდნენ მათ გამოცდილებას.

“ადგილობრივი განვითარების ჯგუფები უკვე მრავალი წელია არსებობენ და წარმატებით ფუნქციონირებენ ევროპის ქვეყნებში. ჩემთვის, როგორც იმ ქვეყნის მოქალაქისათვის, სადაც ეს პროცესი მხოლოდ სამი წელია, რაც მიმდინარეობს, ძალიან მნიშვნელოვანია გავიზიარო ევროპული LAG-ების გამოცდილება და მივიღო ინფორმაცია იმ გამოწვევების შესახებ, რაც მათ LEADER მიდგომის განხორციელებისას ჰქონდათ. ძალიან მნიშვნელოვანია კონფერენციაზე დასწრება და კომუნიკაცია სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან მათ მიერ განხორციელებული პროექტებისა და საქმიანობის შესახებ. კონფერენციაში მიღებული პროფესიული გამოცდილება დამეხმარება ჩემს მომავალ საქმიანობაში” – მაკა ღონღაძე,

IMG 5623

 

ბორჯომის LAG-ის თავმჯდომარე. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD-ის პროექტი „სოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოში” ევროკავშირის პარტნიორი ორგანიზაციების: „მერსი ქორფსის“, „ქეასა“ და „ფიფლ ინ ნიდ“-ის მიერ ხორციელდება ბორჯომის, ლაგოდეხისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში. პროექტის მიზანს საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევა, დასაქმება და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს, ადგილობრივ განვითარებაში მონაწილეობის და თანამშრომლობის ისეთი მოდელის შემოღებით, რომელიც ევროპულ გამოცდილებას ეფუძნება. პროექტი ხელს უწყობს არასასოფლო-სამეურნეო საწარმოების გაფართოებას, ასევე სასოფლო-სამეურნეო სექტორის მოდერნიზებას, რათა გაზარდოს შემოსავლის მოცულობა.

 

 

 MC Logo A

 Care Logo  PIN Logo

 

ELARD Logo