head fin Copy

__________________________________________________________________________________________________________________________

  • slide1.jpg
  • slide2.jpg
  • slide3.jpg
  • slide4.jpg

_______________________________________________________________________________________________________________________

36807368 401269760382603 2142184551709933568 n

ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის სასწავლო ვიზიტი ბორჯომში

5-7 ივლისს, ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი სასწავლო–გაცვლითი ვიზიტით ბორჯომს ეწვია და ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით შეხვდა ბორჯომის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა ორი ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წარმომადგენლებს შორის.
36869217 401270933715819 4381701274324697088 n
მონაწილეებმა ისაუბრეს თავიანთი გამოცდილების შესახებ. ბორჯომის ჯგუფმა სტუმრებს გაუზიარა თავისი გამოცდილება და მისცა რჩევები მუნიციპალიტეტის სტრატეგიის შემუშავების პროცესსა და საგრანტო კონკურსების სპეციფიკასთან დაკავშირებით. ვიზიტის ფარგლებში, მოეწყო გასვლითი შეხვედრებიც და ბორჯომელმა კოლეგებმა, ქედის ჯგუფს, ადგილზე ანახეს 

GOPR1421

საგრანტო კონკურსის ფარგლებში განხორციელებული პროექტები, ასევე მოაწყეს შეხვედრები ევროკავშირის ბენეფიციარ მეწარმეებთან.
სასწავლო ვიზიტში მონაწილე ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრთა შეფასებით, აღნიშნული საინფორმაციო–გაცნობითი შეხვედრა საინტერესო სამუშაო ფორმატია და გამოცდილებაზე დაფუძნებული ცოდნის გათვალისწინებისა, თუ ახალი პარტნიორული ქსელების ჩამოყალიბების კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს.
ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ასრულებს სტრატეგიაზე მუშაობას და უკვე შემოდგომიდან გეგმავს წინასწარ გამოკვეთილი პრიორიტეტების შესაბამისად, საგრანტო კონკურსის გამოცხადებას ქედაში.

წყარო: enpard.ge

 

 

 MC Logo A

 Care Logo  PIN Logo

 

ELARD Logo