head fin Copy

__________________________________________________________________________________________________________________________

  • slide1.jpg
  • slide2.jpg
  • slide3.jpg
  • slide4.jpg

_______________________________________________________________________________________________________________________

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში  დაფინანსებული პროექტის, „სოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოში“  საგრანტო კონკურსის მესამე,  ტექნიკური შეფასების ეტაპი, დასრულებულია.

27-28 ივნისს გამართული შეხვედრებისა და პრეზენტაციების შედეგად საუკეთესო საპროექტო იდეები გამოვლინდა, საიდანაც 

მინიმუმ 20 პროექტი დაფინანსდება. 

საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გაიმართება საველე ვიზიტები და კონსულტაციები აღნიშნული პროექტების ავტორებთან.

შედეგები უახლოეს მომავალში ეცნობებათ აპლიკანტებს.

გისურვებთ წარმატებებს!

IMG 8674

 

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ბორჯომისა და ლაგოდეხის ადგილობრივი განვითარების ჯფუფის წევრები ყაზბეგის მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ

26-28 ივლისს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში  ბორჯომისა და ლაგოდეხის განვითარების ჯგუფების (LAG-ების) წევრები ორდღიანი ვიზიტით ყაზბეგის მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ.
ვიზიტის მიზანს ფონდების მოძიების ტრეინინგში მონაწილეობა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ENPARD-ის პროგრამის  პირველ ფაზაში დაფინანსებული პროექტების მონახულება წარმოადგენდა
IMG 7301ფონდების მოძიების ტრეინინგი მიზნად ისახავდა  საგრანტო პროექტის წერის პრაქტიკული და თეორიული ცოდნისა  და ფონდების მოძიების გზებისა და ხერხების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას LAG-ების წევრებისათვის, რომელსაც მოწვეული ექსპერტი ლიკა მარღანია უძღვებოდა. ტრეინინგი ინფორმაციულად საკმაოდ დატვირთული გამოდგა. ლაგების წარმომადგენლებმა ტრეინინგზე მიღებული ცოდნის საფუძველზე,  დაამუშავეს და    წარმოადგინეს საპროექტო კონცეფციები

IMG 8658

ვიზიტის მეორე დღეს  ადგილობრივი განვითარების ჯგუფების წევრებმა ყაზბეგის          მუნიციპალიტეტში ევროკავშირის დაფინანსებული ENPARD პროგრამის ფარგლებში განხორციელებული  ქვე-პროექტები მოინახულეს.
აღნიშნულმა ვიზიტმა კიდევ უფრო დაახლოვა LAG-ების წევრები. ვიზიტის მონაწილეები საკმაოდ კმაყოფილები დარჩნენ. ტრეინინგზე მიღებული ცოდნა სამომავლოდ დაეხმარება მათ შეიმუშაონ საპროექტო წინადადადები, მოიპოვონ დაფინანსება სხვა  და სხვა შესაძლო დონორებისაგან , რაც LAG-ების გაძლიერებასა და მდგრადობას შეუწყობს ხელს.

 

 

 MC Logo A

 Care Logo  PIN Logo

 

ELARD Logo