head fin Copy

__________________________________________________________________________________________________________________________

  • slide1.jpg
  • slide2.jpg
  • slide3.jpg
  • slide4.jpg

_______________________________________________________________________________________________________________________

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში  დაფინანსებული პროექტის, „სოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოში“  საგრანტო კონკურსის მესამე,  ტექნიკური შეფასების ეტაპი, დასრულებულია.

27-28 ივნისს გამართული შეხვედრებისა და პრეზენტაციების შედეგად საუკეთესო საპროექტო იდეები გამოვლინდა, საიდანაც 

მინიმუმ 20 პროექტი დაფინანსდება. 

საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გაიმართება საველე ვიზიტები და კონსულტაციები აღნიშნული პროექტების ავტორებთან.

შედეგები უახლოეს მომავალში ეცნობებათ აპლიკანტებს.

გისურვებთ წარმატებებს!


დს
ბორჯომის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებმა ,,გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმში’’ მიიღეს მონაწილეობა.

5- 6 ოქტომბერს ბორჯომის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებმა ,,გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმში’’ მიიღეს მონაწილეობა. ფორუმის მიზანს საქართველოს პოტენციალისა და საინვესტიციო შესაძლებლობების წარდგენა, საქმიანი ადამიანების წრის გაფართოება, საერთაშორისო კონტაქტების დამყარება და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. 



IMG 7893.JPGსფორუმის ფარგლებში ლაგის წევრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო დონის მომხსენებლებს, ტოპ-მენეჯერებს, მეწარმეებს, მრავალი წარმატებული ორგანიზაციის დამფუძნებლებსა და პოტენციურ ინვესტორებს, მოესმინათ მათი რჩევები ბიზნესის სფეროსთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე და ასევე დაემყარებინათ მათთან საქმიანი ურთიერთობები.IMG 8010.JPGდ

,,გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმი’’ წარმოადგენს ,,საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა’’ და ,,საქმიან ქალთა გაერთიანების’’ ყოველწლიურ ღონისძიებას, რომელიც უკვე მეორე წელია თბილისში იმართება და მასპინძლობს საქმიან ადამიანებსა და დელეგატებს, როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. 




 

 MC Logo A

 Care Logo  PIN Logo

 

ELARD Logo