head fin Copy

__________________________________________________________________________________________________________________________

  • slide1.jpg
  • slide2.jpg
  • slide3.jpg
  • slide4.jpg

_______________________________________________________________________________________________________________________

51584471 2291930731051940 6633263314325471232 nევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ სოფლის განვითარების პროექტს ეწვია

2019 წლის 1 თებერვალს, სამცხე-ჯავახეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ბორჯომსა და ბაკურიანს ეწვია და ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე სოფლის განვითარების პროექტის შედეგებს გაეცნო.

ბორჯომში, ელჩი ჰარცელი ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წევრებს შეხვდა და მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე სოფლის განვითარების პროექტის მიმდინარეობას და შედეგებს გაეცნო. ბორჯომის განვითარების ჯგუფი ერთ-ერთია საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით ჩამოყალიბებული რვა ადგილობრივი განვითარების ჯგუფისგან, რომელთა მიზანსაც ევროპის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაცია და გაძლიერება წარმოადგენს. SFN 3600ეს არის პლატფორმა, რომელიც ადგილობრივ კერძო, სამოქალაქო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს, რომლებიც თავის მხრივ მუნიციპალიტეტის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას და ამ პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას უზრუნველყოფენ. ევროკავშირის მხარდაჭერით ბორჯომის LAG-მა ღია კონკურსის წესით დღემდე სოფლის განვითარების 50-ზე მეტი ინიციატივა შეარჩია, მათ შორის სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სპორტის, კულტურის და გარემოს დაცვითი სფეროებიდან. ინიციატივები ამჟამად წარმატებით ხორციელდება და ხელს უწყობს რეგიონის ეკონომიკის განვითარებას. 

შეხვედრის შემდეგ, ელჩი ჰარცელი ბაკურიანში ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ბიზნესინიციატივას, თხილამურების გამქირავებელ მაღაზიას ეწვია.51231759 611129572669815 7496541394245255168 n

ევროკავშირის სოფლის განვითარების გრანტით ბაკურიანელმა ზვიად მჭედლიშვილმა ძველებური პატარა ჯიხური თხილამურების გამქირავებელ თანამედროვე ვიტრაჟულ მაღაზიად აქცია და სათხილამურო ფეხსაცმლის საშრობი აპარატიც შეიძინა. ბიზნესინიციატივა ბაკურიანის დამსვენებლებს ხარისხიან და კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს. იდეის რეპლიკაცია სულ მცირე ათმა ადგილობრივმა მოახდინა, რამაც საერთო ჯამში დამსვენებლებისთვის თხილამურების გაქირავების სერვისის ხარისხი გააუმჯობესა. აღნიშნული ინიციატივით 6 ადგილობრივია დასაქმებული.აღნიშნული ინიციატივის დასაფინანსებლად ევროკავშრის გრანტმა 18,000 ლარი, ხოლო ბენეფიციარის თანადაფინანსებამ 12,000 ლარი შეადგინა. დაფინანსება გადაწყდა, ვინაიდან ინიციატივა ხელს უწყობს ადგილობრივი სათხილამურო სპორტის განვითარებას და ტურისტებისთვის სათხილამურო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. ეს მიმართულებები ბორჯომის LAG-ის მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით შემუშავებული ბორჯომის განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტებია.

მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის  ვებ-გვერდს: www.enpard.ge.

 

 MC Logo A

 Care Logo  PIN Logo

 

ELARD Logo