head fin Copy

__________________________________________________________________________________________________________________________

  • slide1.jpg
  • slide2.jpg
  • slide3.jpg
  • slide4.jpg

_______________________________________________________________________________________________________________________

60342069 586539738522270 8733578196961722368 o

ბორჯომის განვითარების ჯგუფს ლატვიის განვითარების ჯგუფის წარმომადგენლები და საცხენოსნო სფეროს ექსპერტები სტუმრობდნენ

1-5 მაისს ბორჯომის განვითარების ჯგუფს პროექტის ,,საცხენოსნო ინდუსტრიის განვითარების შესაძლებლობა’’ (EQUUS)ფარგლებში, ლატვიის განვითარების ჯგუფის წარმომადგენლები და საცხენოსნო სფეროს ექსპერტები სტუმრობდნენ

აღნიშნული პროექტი, მიზნად ისახავს საცხენოსნო სფეროს განვითარებას ფინეთში, ლატვიასა და საქართველოში ურთიერთთანამშრომლობის გზით. 
საქართველოდან პროექტის განხორციელებაში ჩართულნი არიან: ბორჯომის, ლაგოდეხისა და თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფები.
სტუმრები ვიზიტისას გაეცნენ საცხენოსნო ბიზნესში არსებულ სიტუაციას ბორჯომის, ლაგოდეხისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში, გაუზიარეს გამოცდილება ქართველ კოლეგებს და მისცეს მათ რჩევები საცხენოსნო ინდუსტრიის განსავითარებლადმომავალში კვლავ იგეგმება მსგავსი სახის გაცვლითი ვიზიტი საქართველოსა და ლატვიაში.აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის დაფინანსებული ENPARD სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში, ბორჯომის განვითარების ჯგუფმა დასაფინანსებლად შეარჩია პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საჯინობოს მშენებლობას სოფელ ჭობისხევში, სადაც ადგილობრივ ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ გადამზადნენ საცხენოსნო ტურების გიდებად.

 

 MC Logo A

 Care Logo  PIN Logo

 

ELARD Logo